დაამატეთ სახელები, თარიღები ან ნებისმიერი ველი
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი შემოქმედება ერთი მხრივ, მხატვრის თვითნაბად ნიჭზე, მის ოსტატობასა და ინდივიდუალიზმზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი ზოგადქართული, ეროვნული ფორმათგანცდის ერთგვარ სიმბოლოსაც წარმოადგენს.
ქართული პრიმიტივიზმი უმთავრესად ებმის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელს, თუმცა მისი მხატვრული ფენომენი იმდენად მაღალ ფერწრულ ტრადიციებს მიემართება, რომ რთულია ხელოვანის მხოლოდ ამ სტილურ განსაზღვრებაში მოქცევა. ფიროსმანის მოუხელთებელად დიადი ხელოვნება ზოგად ფერწერულ გენიას გულისხმობს, ანუ მისი ხატოვანება პრიმიტივისტულ-ნაივურ ძიებებს რამდენადმე ცდება; ეს ის შემთხვევაა, როცა გენიოსი თავისი წესებით ქმნიდა ატიპურ და განუმეორებელ სახვით ენას...
შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების უძველეს ნაწარმოებთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მცირე ზომის კარედი ხატი, რომელიც მარტვილის ენკოლპიონის სახელით არის ცნობილი (მე-8-9 სს.). ეს ხატი საუკუნეების განმავლობაში მარტვილის მონასტერში ინახებოდა. ენკოლპიონი წარმოადგენს რთული შედგენილობის ჭედურ სამკარედს - ტრიპტიქს, რომლის დეკორი სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით არის შესრულებული. ტიხრული მინანქარი, მოოქრული ვერცხლი ჭედური ფიგურები, სევადის სახარების სცენები კარედის ზურგზე და ძვირფასი თვლები ქმნის განუმეორებელ მხატვრულ ეფექტს.
საქართველოში ღმრთისმშობლის თაყვანისცემას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. დედაღვთისას, როგორც კაცობრიობის მეოხის მნიშვნელობას ემატებოდა საქართველოს დედაღვთისას წილხვდომილობის იდეა.
2001 წელს ჟენევაში, კრისტის ცნობილ აუქციონზე, გამოჩნდა საქართველოს კუთვნილი უძვირფასესი ნივთი, რომელიც 1991 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა: სპილოს ძვლის ეს უბრწყინვალესი ნიმუში, ოქონის სამკარედ ხატად რომაა ცნობილი, უკვალოდ გამქრალიყო ცხინვალის მუზეუმიდან. ეს ის მძიმე პერიოდია, როცა ამ ტერიტორიაზე აღარ მოქმედებდა საქართველოს იურისდიქცია, და ამ სავალალო ფაქტის შესახებ არც ცხინვალის მუზეუმს განუცხადებია.
2025 წლის ოქტომბერში თბილისმა ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს 25 ქვეყნის 100 სპორტსმენი ფალავნის წოდებისთვის იბრძოდა. ქვეყნების გეოგრაფია მრავალფეროვანი იყო: თურქეთი, საბერძნეთი, მონღოლეთი, ეგვიპტე, ბრაზილია, იაპონია, ირანი, ესტონეთი... ეროვნული სპორტის ზეიმი უჩვეულოდ საინტერესოდ დააგვირგვინა მასტერკლასმა, სადაც ქართველმა ფალავნებმა უცხოელ სპორტსმენებს ჭიდაობის ტრადიციული ილეთები და ტექნიკური თავისებურებები გააცნეს. ამ წარმატების უკან საუკუნეების გამოცდილება და კულტურული მეხსიერება დგას.
თავისუფალი საქართველოს დედაქალაქის – ტფილისის 1918-1921 წლების მხატვრულ-კულტურული ცხოვრება გამორჩეული ფენომენია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ამ დროისთვის ქართულმა ხელოვნებამ კარი გაუღო დასავლეთიდან შემოსულ ახალ მხატვრულ მიმდინარეობებს და სცადა მათი დაფუძნება თავის კულტურულ ნიადაგზე, ასე მოხდა სწრაფი ევოლუცია საქართველოში შედარებით გვიან შემოსული აკადემიური ხელოვნებიდან თანამედროვე, მოდერნისტული ხელოვნებისკენ.
იესო ქრისტეს ვნების იარაღის, გოლგოთის ჯვრის თაყვანისცემა, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დიდის დროიდან იწყება. საეკლესიო ტრადიცია გოლგოთის ჯვრის აღმოჩენას, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, იმპერატორის დედას, ელენე დედოფალს უკავშირებს.
საქართველოს გაცნობისას პირველი ასოციაციები სხვადასხვაგვარია, თუმცა საერთო წარმოდგენებისა თუ შთაბეჭდილებების გამოყოფა მაინც შესაძლებელია: ღვინის სამშობლო, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მაღალმთიანი ქვეყანა და მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო, ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე, ძველი ქრისტიანული ქვეყანა, საკუთარი და ორიგინალური დამწერლობა, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი, გემრიელი და მრავალფეროვანი სამზარეულო, მრავალხმიანი ფოლკლორი და ცეცხლოვანი ცეკვები... არიან ისეთებიც, საქართველოსთან დაკავშირებით პირველ ყოვლისა სტალინი რომ ახსენდებათ.
ATINATI-ის სახელოვნებო ცენტრი წარადგენს ქართველი მხატვრის, მამუკა ცეცხლაძის პერსონალურ გამოფენას „არქივარიუსი“, რომელიც აერთიანებს ავტორის მიერ 1980-იანი და 1990-იანი წლების განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს.