ვაჟიკო ჩაჩხიანი (1985) დაიბადა თბილისში, საქართველოში. სწავლობდა მათემატიკასა და ინფორმატიკას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამის შემდეგ სახვითი ხელოვნების დაუფლების მიზნით გერმანიაში, ბერლინის უნივერსიტეტსა და ამსტერდამის (ნიდერლანდები) გერიტ რიტველდის აკადემიაში გააგრძელა სწავლა. ვაჟიკო ჩაჩხიანის შემოქმედება ძირითადად მოიცავს ვიდეოს, ქანდაკებას, ფოტოგრაფიას და ვიზუალურ ინსტალაციას. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში და თბილისში. ჩაჩხიანის ნამუშევარი ვენეციის ბიენალეზე (2017) იყო ნაჩვენები. ვაჟიკო ჩაჩხიანის გამოფენები ეწყობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, იტალიაში, ფინეთში, ბონში, აზერბაიჯანში, თურქეთში.