menu
ლევან ლაღიძე

ლევან
ლაღიძე

ლევან ლაღიძე (1958) - თანამედროვე ქართული ფერწერის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ლევან ლაღიძე 80-იანელთა თაობის ქართველ მხატვართა წარმომადგენელია. სამეცნიერო თუ პოპულარულ ლიტერატურაში ტერმინის – „80-იანელთა თაობის“ შემოტანა სწორედ მის სახელს უკავშირდება. 1985-1988 წლებში იყო თბილისის „მხატვრის სახლის“ ფერწერის შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი. მისთვის მხატვრობა შემეცნების ფორმაა. ლევან ლაღიძის ადრეული ნამუშევრები ფიგურატიულია. ამჟამად მხატვრის ინტერესის სფერო აბსტრაქციაა. ქალაქები და ლაბირინთები. 2011 წელს თბილისში გახსნა ლაღიძის გალერეა. მისი პერსონალური გამოფენები პერიოდულად ეწყობა თბილისში, ნიუ-იორკში, ლონდონში და სხვ.