სალომე დუმბაძე (1992) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. დუმბაძის ძირითადი მედიუმი ფერწერაა, თუმცა ის პერიოდულად სხვადასხვა მედიასაც მიმართავს, ძირითადად ვიდეოს და ინსტალაციას. 2014-2010 წლებში ის სწავლობდა ფერწერას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2016 წელს გაიარა არაფორმალური MFA (სახვითი ხელოვნების მაგისტრი) თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკა CCA თბილისში. დუმბაძე თავის შემოქმედებაში ცდილობს ქართულ მხატვრობაში მამაკაცთა დომინირებული სტილი უარყოს და ამას ფერთა გამის შემუშავების გზით ახერხებს. სალომე დუმბაძის კვლევის ინტერესს მე-12-მე-13 საუკუნეების კანონიკური ქართული მართლმადიდებლური კედლის მხატვრობის მოტივები წარმოადგენს. განსაკუთრებით აინტერესებს მონასტრების ინტერიერში სივრცის ორგანიზების დეკორატიული ელემენტები, რასაც თავად ჩარჩოიან მხატვრობად წარმოადგენს. მისი ჩარჩოები დეკორაციის, სივრცითი სტრუქტურისა და პოლიტიკური პოზიციის გამოხატულებაა. სალომე დუმბაძე არაერთხელ გამოფენილა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.