ტატო ახალკაციშვილი (1979) ქართველი არტისტია, რომელიც დაიბადა თბილისში. 1996-2003 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2004-2006 წლებში შემოქმედებითი ჯგუფის „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნო“-ს წევრი გახდა. ის 2003-2007 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში. ამჟამად ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2003 წლიდან ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები რეგულარულად იფინება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ევროპაში, იაპონიასა და აშშ-ში.
თავის მულტიმედია ინსტალაციასა თუ ფერწერულ ნამუშევრებში, ის აერთიანებს მისტიკურ და სიურეალისტურ პეიზაჟებს ბუნდოვან ჰორიზონტებთან. ხელოვანი ცდილობს ასახოს პირადი ტრანსცენდენტული განცდები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ეგზისტენციალური საკითხების გადახედვის შინაგანი პროცესის, ინდივიდის ზრდისა და განვითარებაში. კულტურულ, გეოპოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტში. მხატვრისთვის შთაგონების წყარო ჯავახეთია. ის ხშირად მოგზაურობს საქართველოს სამხრეთ რეგიონში. მის ნამუშევრებში ლანდშაფტების იმპულსები სწორედ ამ რეგიონიდან მოდის.
ტატაო ახალკაციშვილი პერიოდულად მონაწილეობს არტ ბაზრობებში, პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები 2017 წელს ფილიფსის აუქციონზე გაიყიდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯგუფურ და სოლო პროექტებში (2013, 2016, 2017). ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ასევე მნიშვნელოვან კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.