სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე (1909-1989) იყო ქართველი სცენოგრაფი. მე-20 საუკუნის მსოფლიო თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1927-1928), მოსკოვის ხელოვნებისა და ტექნიკის ინსტიტუტში და ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში (1928-1931). ვირსალაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და მოსკოვის დიდი თეატრის მთავარ მხატვრად. ვირსალაძის შემოქმედებამ ხელი შეუწყო რუსული კლასიკური ბალეტის იდენტობის ჩამოყალიბებას, რომელსაც დღეს კლასიკურ ბალეტად მივიჩნევთ. მისი შემოქმედების მწვერვალი, ალბათ, წარმოდგენილია ისეთი ბალეტებით, როგორიცაა “მაკნატუნა” და “მძინარე მზეთუნახავი”. სოლიკო ვირსალაძე ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების სასცენო კოსტიუმების იდეის ვატორი და თანაშემქმნელია.