menu
ირაკლი ფარჯიანი

ირაკლი
ფარჯიანი

ირაკლი ფარჯიანი (1950-1991) გამორჩეული ქართველი მხატვარი და გრაფიკოსი იყო. მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, დაიბადა მესტიაში. ის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1968-1974). იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1992) და ფიროსმანის პრემიის (1996) ლაურეატი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოიფინა თბილისში, პალერმოში, მოსკოვში, ბერლინში, ბარსელონაში, პარიზში, რომში, დორნახში (გოეთეანუმი) და სხვ. ირაკლი ფარჯიანის ხელწერა ინდივიდუალობისა და ტრადიციის ურთიერთმიმართების საინტერესო ნიმუშია. მისი შემოქმედების მთავარი თემა სახარებაა. თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება ერთი შეხედვითაც ამოსაცნობი და უნიკალურია.