menu
თეზი გაბუნია

თეზი
გაბუნია

თეზი გაბუნია (1987) ქართველი არტისტია, რომელიც დაიბადა თბილისში, საქართველოში. 2008 წელს მან არქიტექტურის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატი დაამთავრა. მას შემდეგ თეზი გაბუნია აქტიურად არის ჩართული სახვით ხელოვნებაში. მისი შემოქმედება ძირითადად ქანდაკებას, ფერწერას და ვიდეოს მოიცავს. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2016 წელს თეზი გაბუნია ვიზუალურ ხელოვნებაში დაჯილდოვდა წინანდლის პრემიით. ის არის ხელოვანთა და არქიტექტორთა პლატფორმის-"CopyPaste"-ის (2015) თანადამფუძნებელი. მისი ნამუშევრები პერმანენტულად იფინება ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით. თეზი გაბუნია თანამშრომლობს სხვადასხვა გალერეასთან და ხელოვნების ბაზრობებთან. თეზი გაბუნიას ნამუშევრები 2017 წელს გამოფენილი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში-MOCAK-ში (კრაკოვი, პოლონეთი) და 2020 წელს The Armory Show, (აშშ). CopyPaste-თან თანამშრომლობის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა თბილისის არქიტექტურის ბიენალეზე (TAB) 2018 წელს.




ნამუშევრები