ლევან მანჯავიძე (1977) ქართველი არტისტია, რომელიც დაიბადა თბილისში, საქართველოში. თბილისის თეატრისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი სპეციალიზირდა ტრადიციული რენესანსის ფერწერის ტექნიკებში ფლორენციაში, იტალიაში. 2003-06 წლებში სწავლობდა უტრეხტის სახვითი ხელოვნების სკოლაში, ნიდერლანდებში. 2007 წლიდან ლევან მანჯავიძე ცხოვრობდა და მუშაობდა ბერლინში, სადაც რამდენიმე ექსპერიმენტული პროექტის თანადამფუძნებელი იყო და მონაწილეობა მიიღო ნეიკოლნის ძლიერ ანდერგრაუნდ ხელოვნების სცენაზე. 2017 წლიდან ლევანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ის მხატვრობას ანთროპოლოგიურ მეცნიერებად განიხილავს, ლევანი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის რეპრეზენტაციაზე. ნამუშევრების უმეტესობა ტილოსა და ზეთის მხატვრობაა, ასევე ფოტომონტაჟი. ლევან მანჯავიძე ხშირად იფინება მსოფლიოს მასშტაბით როგორც პერსონალურ, ასევე ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც კერძო, ასევე საჯარო ინსტიტუციებში.