მერაბ გუგუნაშვილი (1990) ქართველი არტისტია, რომელიც დაიბადა თბილისში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა მხატვრული კერამიკის მაგისტრის ხარისხით. ის მუშაობს სხვადასხვა მედიუმში, როგორიცაა კერამიკა, ტექსტილი, ფერწერა და მონტაჟი. მისი შემოქმედების ძირითადი თემებია სოციალური სტერეოტიპები, სქესი და იდენტობა. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. პერმანენტულად მონაწილეობს როგორც პერსონალურ, ასევე ჯგუფურ გამოფენებში.