ზურაბ არაბიძე (1980) ქართველი არქიტექტორი და არტისტია, რომელიც დაიბადა თბილისში. 1997-2002 წლებში დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით არქიტექტურასა და დიზაინში. 21 წლის იყო, როდესაც ფოტოგრაფიამ, როგორც ხელოვნებამ გაიტაცა. მისი პირველი სოლო გამოფენა 2009 წელს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში "WINZAVOD" (მოსკოვი) მოეწყო. ზურაბის მხატვრული ძიებები მინიმალიზმის პრინციპებს უკავშირდება. მის ნამუშევრებში დომინირებს მკვეთრი გეომეტრიული ფიგურები და ნეიტრალური ფერები, რომლებიც ნიშნებისა და მეტაფორებისგან დაცლილია. ზურაბ არაბიძის შემოქმედება ძირითადად კონცეპტუალურ ხელოვნებას, ფოტოგრაფიას და ვიზუალურ ინსტალაციას მოიცავს. 2017 წელს საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობაზე "ფოტო ბაზელ”ზე არაბიძეს ნამუშევარი აჩვენეს. მისი ნამუშევარი 2016 წელს გაიყიდა Publiation CHRISTIES-ის თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე მოსკოვში, რუსეთში. ზურაბ არაბიძის ნამუშევრები ექსპონირებული იყო როგორც თბილისში (საქართველო), ასევე მის ფარგლებს გარეთ: ჟენევა (შვეიცარია), პარიზი (საფრანგეთი), ტალინი (ესტონეთი), ვილნიუსი (ლიტვა), სტამბოლი (თურქეთი), მოსკოვი (რუსეთი), ბაქო (აზერბაიჯანი).