menu
თორნიკე რობაქიძე

თორნიკე
რობაქიძე

თორნიკე რობაქიძე (1995) ქართველი არტისტია, რომელიც დაიბადა თბილისში, საქართველოში. მისი შემოქმედება მოიცავს ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა დარგს, როგორიცაა ფერწერა, გრაფიკა, ტექსტი და სხვა. 2013-2017 წლებში არქიტექტურის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურაზე (2017-2019) ფერწერის განხრით. 2020 წელს მიუნხენში მოეწყო მისი ინსტალაციის გამოფენა "თუ მთა არ მივა მუჰამედთან...". 2021 წელს გალერეა “4710”-ში მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „ზოგჯერ სამოთხე სევდიანი ამბავია“, ასევე გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული. თორნიკე რობაქიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში: საქართველოში, იტალიაში, ყირგიზეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.