menu
თამაზ ნუცუბიძე

თამაზ
ნუცუბიძე

თამაზ ნუცუბიძე (1940-2002) ქართველი მხატვარია, რომელიც ქ.გორში დაიბადა. 1960-1969 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი და ასპირანტი მხატვრული ქსოვილების სპეციალობით. 1969 წლიდან მუშაობდა მხატვრული ქსოვილების კათედრის პედაგოგად და გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1984-1986 წლებში მხატვართა კავშირის მთავარი მხატვარი გახდა. 1995-2002 წლებში-სამხატვრო აკადემიის პროფესორი და მხატვრული ქსოვილების კათედრის გამგე. სტუდენტობიდან მოყოლებული აქტიურად იყო ჩართული დეკორატიულ სამუშაოებში, სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში (თბილისი, მოსკოვი, პრაღა, სოფია, მიუნხენი, ბერლინი, პეკინი, ნიუ-იორკი). ნუცუბიძის ნამუშევრები ამშვენებს სხვადასხვა დანიშნულების მქონე ინტერიერებს, დაცულია მუზეუმებში და კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მის პერსონალურ გამოფენებს შორისაა: "მზიური", მოსკოვი, 1992 წელი; ცისფერი გალერეა, თბილისი, 2002 წელი; სამხატვრო აკადემია, თბილისი, 2010 წელი; გალერეა "ნექტარი" თბილისი, 2018 წელი; გალერეა "ელ სი კვაიზერი", თბილისი, 2021 წელი. 2000 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.