menu
პეტრე ოცხელი

პეტრე
ოცხელი

პეტრე ოცხელი (1907-1937), ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ის დაიბადა 1907 წელს მეწარმე გრიგოლ ოცხელის კათოლიკურ ოჯახში. 1913 ოცხელების ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1920 წელს კი ისევ საქართველოში დაბრუნდნენ. 1926-27 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მისი პედაგოგები იყვნენ იოსებ შარლემანი და ევგენი ლანსერი. 1927 წელს პირველად პეტრე ოცხელმა გააფორმა სპექტაკლი „ცეცხლმოკიდებული“ თბილისის მუშათა თეატრში. ახალგაზრდა მხატვარმა რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის ყურადღება მაშინვე მიიქცია და მათი თანამშრომლობა შედგა სპექტაკლზე -  "ურიელ აკოსტა". პეტრე ოცხელი 1930 წლიდან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი ხდება. 1931 წელს ის მიიწვიეს მოსკოვის კორშის თეატრში კოტე მარჯანიშვილთან ერთად. 1934-1935 წლებში პეტრე ოცხელი აფორმებდა სპექტაკლებს მოსკოვის სხვადასხვა თეატრებში. 1936 წელს ხდება ფილმის „მფრინავი მღებავი“-ს მხატვარი. ამავე წელს ეწყობა თეატრის დეკორატორთა კონკურსი - ჯუზეპე ვერდის ოპერისთვის "რიგოლეტო". პეტრე ოცხელის მიერ წარდგენილი ნამუშევარი ჯილდოვდება პრემიით და კ.სტანისლავსკი იწვევს მას თანამშრომლობისთვის. 1937 წელს ოცხელი მოსკოვში დააკავეს და ტროცკისტური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობაში დაადანაშაულეს. ის სიკვდილით დასაჯეს. 1939 წელს ლონდონის სცენის დიზაინის საერთაშორისო გამოფენაზე პეტრე ოცხელი, სიკვდილის შემდეგ, ოქროს მედლით დააჯილდოვეს.


   



ნამუშევრები