menu
მაია ნავერიანი

მაია
ნავერიანი

მაია ნავერიანი (1966) ქართველი არტისტია, რომელიც დაიბადა თბილისში, საქართველოში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გია ეძგვერაძის კლასში. ის იყო არტისტების გაერთიანების “Everything is Alright” წევრი, რომელიც შექმნა გია ეძგვერაძემ თავის თანამოაზრეებთან ერთად. ესენი არიან: თამარა კ.ე., ქეთი კაპანაძე, თეა გვეტაძე. არტისტების კოლექტივი ფოკუსირებული იყო პერფორმანსზე და საზოგადოებრივ ინტერვენციებზე. 1990-იანი წლების დასაწყისში, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ნავერიანი ემიგრაციაში წავიდა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა 2015 წლამდე. მაია ნავერიანის შემოქმედება ძირითადად ფანქრით ქაღალდზე შესრულებულ ნახატებს მოიცავს. მისი შთაგონების წყარო პოპ-კულტურიდან, ბიბლიიდან, ბერძნული მითოლოგიიდან, ზღაპრებიდან და კლასიკური ლიტერატურიდან მომდინარე ნიშნებსა და სიმბოლოებს აერთიანებს. ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქალის როლს პატრიარქალურ საზოგადოებაში. ტექსტი ნავერიანის ფერწერული ენის განუყოფელი ნაწილია. მოსმენილი ყოველდღიური საუბრებიდან, რეკლამებიდან და ტაბლოიდების სათაურებიდან გამომდინარე, ის წინადადებებს თავდაპირველ კონტექსტს უცვლის და ქმნის პლატფორმას კრიტიკული რეფლექსიისთვის. თემები, როგორიცაა: მშობელი, დიასახლისობა, ემოციური შრომა, სიამოვნება და სიყვარული ქალის სხეულის პერსპექტივიდან მამაკაცის ძლიერ დომინირებულ რეალობაში. ეს ყველაფერი ქმნის მუდმივად განვითარებად ლაიტმოტივს მის ნამუშევრებში. 2015 წლიდან საქართველოში დაბრუნებული ნავერიანის შემოქმედება უფრო ფართო პოლიტიკურ პერსპექტივას იძენს. ის ყურადღებას ამახვილებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ემიგრაცია, სამუშაო პირობები და სქესი. ესკიზებისა და ყოველდღიური რუტინის ნარატივებიდან გამომდინარე, ნავერიანი თავის შემოქმედებას აღწერს, როგორც ეფემერულ და კონცეპტუალურ, დოგმატური ჭეშმარიტებისგან თავისუფალს. მისი ნამუშევრები კითხვის ნიშნებს ბადებენ.