menu
გიორგი ხანიაშვილი

გიორგი
ხანიაშვილი

გიორგი ხანიაშვილი (1982) ქართველი ვიზუალური არტისტი და მოქანდაკეა, რომელიც დაიბადა თბილისში. 1997–2002 წელს სწავლობდა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში, ფერწერის მიმართულებით. 2002–2007 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ბაკალავრიატი გაიარა ფერწერისა და ვიზუალურ ხელოვნებაში. გიორგი ხანიაშვილი ფორმითაც და მასალითაც მრავალფეროვანი თანამედროვე ხელოვანია. განათლებით ფერმწერი მის სამგანზომილებიან ნამუშევრებს ძირითადად ხეში ასრულებს. მუშაობს კერამიკულ რელიეფებზეც. ხანიაშვილის ნამუშევრების ძირითადი მოტივები რელიგიური და საბჭოთა წარსულის გრადაციებია, რომლებსაც სერიულობა ახასიათებს. გიორგი ხანიაშვილის ნამუშევარი დაცულია კრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში (MOCAK). მიღებული აქვს ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. პოლონეთში, სლოვენიაში, თბილისში დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.