menu
თამარ ნადირაძე

თამარ
ნადირაძე

თამარ ნადირაძე (1991) ქართველი არტისტია, რომელიც ცხოვრობს თბილისში. 2010-2014 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა წიგნის ილუსტრაციისა და დიზაინის სპეციალობით. მოგვიანებით არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში  გაიარა (2016). 2014 წლიდან 2016 წლამდე თამარ ნადირაძე ხელოვნების წიგნის ცენტრში მუშაობდა. 2016-2018 წლებში ის იყო რეზიდენტი მხატვარი KAIR არტ რეზიდენციაში (კოშიცე, სლოვაკეთი). მხატვრის შემოქმედება ძირითადად ეხება შემდეგ სფეროებს: დიალოგი სოციალურ ცხოვრებასა და ანთროპოლოგიას, მითოლოგიას, ფსიქოლოგიას, ასევე გენდერს. ნადირაძე მთავარ მედიუმად ძირითადად ქაღალდს და აკვარელს იყენებს. 2019 წლიდან 2021 წლამდე თამარ ნადირაძემ თბილისში, საქართველოში ხუთი ჯგუფური და ერთი პერსონალური გამოფენა გამართა.