menu
ირაკლი გამრეკელი

ირაკლი
გამრეკელი

ირაკლი გამრეკელი (1894-1943) ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ფუტურისტი და კონსტრუქტივისტი. გორში, მღვდლის ოჯახში დაბადებულმა ხელოვანმა დაწყებითი განათლებაც სასულიერო სასწავლებელში მიიღო. მას სრული სამხატვრო განათლება არ მიუღია, სწავლობდა ნ.სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში, სადაც ბ.ფოგელი და ბ.შუბუევი ასწავლიდნენ, როგორც თავად აღნიშნავდა მასზე უდიდესი გავლენა, XII-XIII საუკუნის გამორჩეულმა ოქრომჭედლების ბექა და ბეშქენ ოპიზრების შემოქმედებამ მოახდინა. ის სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და გარკვეული დროის მანძილზე თბილისის სამხატვრო აკადემიაში.


1920 იანი წლებიდან ის აქტიურად ერთვება თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში და მოდერნისტული მიმდინარეობებით გატაცებული მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში. ირაკლი გამრეკელის მიერ არის ილუსტრირებული ფუტურისტთა ჟურნალის ერთადერთი გამოცემა “H2S04” 1924 წელს, ის ასევე აფორმებდა სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს. გამრეკელის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი არეალი თეატრალური სცენოგრაფიაა, თუმცა მუშაობდა ფილმებზე: „ჩემი ბებია“, კოტე მიქაბერიძის 1929წ. „არსენა“ 1927წ, „გიორგი სააკაძე“ 1942წ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ნოვატორული იყო ირაკლი გამრეკელისა და რეფორმატორი რეჟისორის სანდრო ახმეტელის ტანდემი, რუსთაველის თეატრში. შემოქმედებითი პერიოდის სხვადასხვა ეტაპებზე თანამშრომლობდა მოსკოვის, კიევის და ბაქოს თეატრებთან.




ნამუშევრები