ნინიკო მორბედაძე (1957) ქართველი არტისტია, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს თბილისში. ის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკული ხელოვნების ფაკულტეტზე. ნინიკო მორბედაძეს საერთაშორისო აუქციონზე დებიუტი ჰქონდა 2020 წლის ივლისში, როდესაც მისი ნამუშევარი “Beyond Time” წარმატებით გაიყიდა ფილიპსის აუქციონზე ლონდონში. ამავე აუქციონზე მისი მეორე ნამუშევარი სახელწოდებით ”The Fairy Tale” 2021 წლის აპრილშიც გაიყიდა. მხატვარი მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა კინოწარმოების დიზაინერად. ის მუშაობდა ისეთ ქართველ კინორეჟისორებთან, როგორებიც არიან: მიხეილ კობახიძე, ბესარიონ გიორგობიანი, ნოდარ მანაგაძე და გიგა აგლაძე ფილმზე "სხვა მე", სადაც დევიდ ლინჩთან ერთად იყო აღმასრულებელი პროდიუსერი. ნინიკო მორბედაძის ათი ნამუშევარი დაცულია ნიუ ჯერსის ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში ნორტონისა და ნენსი დოჯების კოლექციაში. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო კერძო კოლექციებში ევროპაში, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში.