გურამ (ხიტა) ქუთათელაძე დაიბადა 1924 წელს თბილისში, მხატვარ აპოლონ ქუთათელაძის ოჯახში. სწავლობდა დავით კაკაბაძის სახელოსნოში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ კი ჩაირიცხა მოსკოვის სურიკოვის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში. 1955 წელს გახდა სსრკ მხატვართა კავშირის წევრი, 1965 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ამ პერიოდში მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მასშტაბურ გამოფენებზე, რასაც მოჰყვა პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში 1980 წელს და მოსკოვში 1981 წელს. გურამ ქუთათელაძის შემოქმედება ძირითადად ხასიათდება ექსპრესიონისტული პეიზაჟებით. მისი შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები დაცულია საქართველოს, რუსეთისა და გერმანიის მუზეუმებში, ასევე კერძო კოლექციებში.