კორნელი სანაძე - (1907-1985) გამოჩენილი მხატვარი , რომელმაც მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, მათ შორის მდიდარი პორტრეტების გალერეა, ასევე გამორჩეული მხატვრული ღირებულების თემატური კომპოზიციები და პეიზაჟები. კორნელი სანაძე მრავალმხრივი ნიჭითა და ინტერესებით დაჯილდოებული პიროვნება იყო.
სხვადასხვა დროს იგი სწავლობდა ხელოვნებასა და არქიტექტურას, ლიტერატურასა და მუსიკას.
1924 წლიდან კორნელი სანაძე აქტიურად ჩაერთო შემოქმედებით საქმიანობაში და მონაწილეობა მიიღო საქართველოში გამართულ ყველა ძირითად ჯგუფურ გამოფენაში. კორნელი სანაძე აქტიურად მუშაობდა მხატვართა გაერთიანებებსა და მხატვართა კავშირის გამგეობებში, ხოლო 1930 წელს გახდა საქართველოს რევოლუციურ მხატვართა ასოციაციის — „სარმას“ (სარმა) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი.
1934 წლიდან კორნელი სანაძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და სამხატვრო აკადემიაში ფერწერას ასწავლიდა.