ნინო ყიფშიძე (1958) თანამედროვე მხატვარი და ტექსტილის ოსტატია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიის სწავლის პერიოდშივე იგი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ტექსტილისა და ამ მედიუმით თვითგამოხატვისადმი; პირველი ნამუშევრები მან 1980-იან წლებში შექმნა.
ნინო ყიფშიძის შემოქმედება მოიცავს ნატურმორტის, პეიზაჟისა და ფიგურატული კომპოზიციების სხვადასხვა ჟანრს.
1997 წელს ნინო ყიფშიძის ნამუშევრები პირველად გამოიფინა ბელგიაში, სადაც მას გამოფენისთვის ნამუშევრები შეუკვეთეს. იქვე იგი შეხვდა იმავე მედიუმში მომუშავე სხვა ქართველ ხელოვანებს და მალევე გაუჩნდა იდეა, დაეფუძნებინა „საქართველოს ტექსტილის ჯგუფი“.