ანდრო ვეკუა (1977) მუშაობს მედიუმების ფართო სპექტრში, მათ შორის კოლაჟის, ფერწერის, ქანდაკების, მულტიმედიური ინსტალაციისა და კინოს მიმართულებით.
ვეკუა სოხუმში დაიბადა; ამჟამად იგი ბერლინსა და ციურიხში მოღვაწეობს.
ანდრო ვეკუა მსოფლიოს მასშტაბით გამართული მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა, ხოლო მისი პერსონალური გამოფენები მოიცავს:
„A Dog's Fidelity“, Gladstone 64, ნიუ-იორკი (2017); „Anruf“, Kölnischer Kunstverein, კელნი (2016); „Some Pheasants in Singularity“, Sprüth Magers, ლონდონი (2014); „Pink Wave Hunter“, ბენაკის მუზეუმი, ათენი (2014) და Kunsthalle Fridericianum, კასელი (2011); „Andro Wekua“, Kunsthalle Wien, ვენა (2011); „A Neon Shadow“, Castello di Rivoli-ს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ტურინი (2011); და „Workshop Report“, Wiels, ბრიუსელი (2009) და Museion, ბოლცანო, იტალია (2009).