menu
ჰენრიკ ჰრინიევსკი

ჰენრიკ
ჰრინიევსკი

ჰენრიკ ჰრინევსკი (1869-1937) პოლონურ-ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და ილუსტრატორი.

1900-იანი წლების დასაწყისიდან 1938 წლამდე ჰრინევსკი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე კულტურულ პროცესებში. მისი მემკვიდრეობა მოიცავს დაზგურ და მონუმენტურ ფერწერას, წიგნის ილუსტრაციებს, ქართული არქიტექტურული ძეგლების, არქიტექტურული დეტალებისა და ეთნოგრაფიული ნივთების ჩანახატებს, ასევე მრავალი შენობის დიზაინსა და გაფორმებას. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ. აკადემიის დაარსებისთანავე ჰრინევსკი არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანად მუშაობდა და ფერწერასა და პერსპექტივის სისტემებს ასწავლიდა.

1910-იან წლებში ჰრინევსკი ორ მსხვილ შეკვეთაზე მუშაობდა: კერძოდ, თავად-აზნაურთა ბანკის დიზაინსა და ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომის ილუსტრირებაზე, რომელიც 1914 წელს გამოიცა.

ჰრინევსკი ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო, რომელმაც შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა, ფერწერა და ორნამენტი შეისწავლა.

ჰრინევსკი 1937 წლის 15 დეკემბერს დააპატიმრეს და სამი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.