ტატო ახალკაციშვილის ექსპოზიცია სახელწოდებით”ექსცენტრული მოგზაური” დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინება. ექსპოზიცია 70-მდე ნამუშევარს აერთიანებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ფერწერული ტილოები, ასევე გრაფიკული ნახატები. ექსპოზიციის საშუალებით დამთვალიერებელი მეტაფორულად
სხვადასხვა ადგილას იმოგზაურებს: ჯავახეთში, გარეჯის უდაბნოში, აეროდრომსა და ალეგორიული მნიშვნელობით, სულებით დასახლებულ ტყეში.
ტატო ახალკაციშვილის სოლო გამოფენას კულტურის ცენტრი ATINATI’S წარადგენს. სწორედ ATINATI’S და დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის თანამშრომლობით ექსპოზიცია 18 დეკმებერს - 15:00 სთ-ზე გაიხსნება და დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა 8 იანვრის ჩათვლით შეეძლება