დაამატეთ სახელები, თარიღები ან ნებისმიერი ველი
ATINATI-ს კულტურის ცენტრი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფერმწერისა და პორტრეტისტის ქეთევან მაღალაშვილის (1894-1973) გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქეთევან მაღალაშვილის 19 ნამუშევარი, რომელიც ATINATI-ს კერძო კოლექციაშია დაცული. მხატვარი საკუთარ თავს პორტრეტისტად მოიხსენიებდა, თუმცა ქეთევან მაღალაშვილის შემოქმედებაში გვხვდება ნატიურმორტიც და პეიზაჟიც. ჟანრული მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი გამოფენაზე, გარდა ამისა, ATINATI-ს კოლექციაში დაცული თითოეული ნამუშევარი მხატვრის შემოქმედების მნიშვნელოვან მიგნებებს გადმოსცემს. იმისათვის რომ პორტრეტებში მხატვარს ერთფეროვნება გადაელახა, ის დიდ ყურადღებას აქცევდა მოდელის სხეულის დაყენებას, მისი მზერის ტრაექტორიას, ხელების მდგომარეობას და ფონს. ქეთევან მაღალაშვილი
ფერ-სინათლის რეჟისურის დიდოსტატია. ის სასურათე სიბრტყეზე ქმნიდა პორტრეტირებულის ფსიქოტიპის მიხედვით ანტურაჟს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია მრავალფეროვანი გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც უმნიშნელოვანეს „ნიუ“ს სტილის ნიმუშებია.