1965 წელს, პარიზში გამოიცა ვერა ფაღავას ჩანახატების ალბომი, რომელშიც ფანქრით შესრულებული მცირე ზომის ნახატებია თავმოყრილი. მათში, მხოლოდ გრაფიტული ფანქრის წვერით დასმული წერტილებით, ვერა ფაღავა წარმოაჩენს ბუნების მთელ სიმდიდრეს. უმარტივესი მასალით, მხატვარი არა მხოლოდ ფორმებს აყალიბებს, რომლებსაც თვალი აღიქვამს, არამედ გვაგრძნობინებს მათ დინამიზმს, მოძრაობას, ფოთოლთა შრიალსაც კი და ჩვენ თვით სივრცეში განფენილ შუქსაც კი შევიგრძნობთ ამ მინიმალისტური გრაფიკული კომპოზიციების ცქერისას.

ვერა ფაღავა (1907-1988). “უსათაურო”, "ოგნის" ჩანახატების წიგნიდან. 21x22. გრაფიტი ქაღალდზე. 1959
გალერია “პოგი”, პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP

ვერა ფაღავა (1907-1988). “უსათაურო”, ესკიზების წიგნიდან. 21x22. გრაფიტი ქაღალდზე. 1960
გალერია “პოგი”, პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP
…
ვერა ფაღავა მშობლებთან ერთად 1923 წელს, 15 წლისა ჩავიდა საფრანგეთში. 1939 წელს, მან პარიზის რონსონის აკადემია Academie Ranson დაამთავრა, სადაც მისი პედაგოგი იყო Roger Bissiere როჯერ ბისიერი (1886-1964). ის მეგობრობდა ნიკოლა ვაკერთან (1897-1987), როჯერ ჰილტონთან (1911-1975), მარია ჰელენა ვიეირა და სილვასთან Maria Helena Vieira da Silva (1908-1992) და სხვა მხატვრებთან, რომლებიც იმ წლებში, სხვებთან ერთად, პარიზის მხატვრული ცხოვრების სცენას ქმნიდნენ. ვერა ფაღავას ცხოვრების თანამგზავრი იყო ასევე ქართველი ემიგრანტი მხატვარი ვანო ენუქიძე (1907-1979). ფაღავას შემოქმედებაში აისახა როგორც მხატვრობის კლასიცისტური საფუძვლები, ისე ის მოდერნისტული მიმდინარეობები, რომლებიც იმ პერიოდში ინარჩუნებდნენ მნიშვნელობას (მეტაფიზიკური მხატვრობა, კუბიზმი, ორფიზმი, სიურეალიზმი, და განსაკუთრებით, პურიზმი - თავისი ლაკონიზმით და წესრიგით). აღნიშნულის შედეგად, 1960-იან წლებში ვერა ფაღავა ე.წ. ლირიკული აბსტრაქციის წარმომადგენლად ჩამოყალიბდა.
_Archive_courtesy_of_Association_culturelle_Vera_Pagava_-_ACVP.jpg)
ვერა ფაღავას პორტრეტი. 1954 ნატურმორტის ნახატის წინ მის სახელოსნოში მონრუჟში, საფრანგეთი
პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP

ვერა ფაღავა და ვანო (ივანე ენუქიძე) სოფლის გზაზე ტილოებით ხელში. უცნობი ფოტოგრაფი
პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP
თუმცა, მხატვარი უცბად არ დამდგარა აბსტრაქციის გზაზე. მის მიერ 1940-1950-იანი წლებში შექმნილ ნამუშევრებში, სტილიზებული გამოსახულებების უკან ნათლად იკითხება კონკრეტული ობიექტები, რომლებიც უმეტესად განცალკევებულნი, გარინდებულნი და ყოფით სამყაროს გარიდებულნი არიან. ტაძრები, კოშკები, სახლები, ქუჩები, სახურავები... ღვინის ჭიქები, ლარნაკები, ფინჯნები, თევზები… – მხატვარს არ აინტერესებს ნატურის რეალური ფაქტურა და შეფერილობა. მოცულობები ლოკალურ ფერადოვან ლაქებამდეა დაყვანილი და ფორმები გრაფიკული სიმკვეთრის არის. ამასთან, სურათები აღსავსეა სივრცით.

ვერა ფაღავა (1907-1988). “ნატურმორტი თევზით”. 119x150. ზეთი ტილოზე. ATINATI-ს კერძო კოლექცია

ვერა ფაღავა (1907-1988). “ნატურმორტი”. 33x41. ზეთი ტილოზე. ATINATI-ს კერძო კოლექცია
_oil_on_canvas_116x146cm_vera_pagava_courtesy_of_Association_culturelle_Vera_Pagava_-_AC_VP.jpg)
ვერა ფაღავა (1907-1988). “ნატურმორტი იხვთან ერთად” (Nature morte au canard). 116x146. ზეთი ტილოზე. 1952
პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP
ფაღავას დაკვირვების ობიექტი ხშირად არა იმდენად ცალკეული ნივთია (მაგალითად, ჭიქა), რამდენადაც მინის და სითხის გამჭვირვალობა, მათში გამავალი შუქის ძალა და ფერთა ინტენსივობა. უტრირებული ჩრდილები ასევე შუქნარევია და ერთიანობაში, ფერადოვანი მონაკვეთები მწყობრ რიტმს, კომპოზიციის შინაგან დინამიკას ქმნის.

ვერა ფაღავა (1907-1988). “უსათაურო”. 55x38. ზეთი ტილოზე. 1957. ATINATI-ს კერძო კოლექცია

ვერა ფაღავა (1907-1988). “ვილა პროვანციალ”. 33x68. ზეთი ტილოზე. 1957. ATINATI-ს კერძო კოლექცია

ვერა ფაღავა (1907-1988). “კამპანილე”. 78x93. ზეთი ხეზე. 1957. პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
1944 წელს, ჟანა ბუშეს Jeanne Bucher ცნობილი გალერეაში, ვერა ფაღავას და დორა მაარის Dora Maar ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ბუშეს გალერეაში შემდგომ ფაღავას არაერთი გამოფენა იყო წარმოდგენილი.

ვერა ფაღავა (1907-1988). “თერმოპილეს ბრძოლა”. 130x162. ზეთი ტილოზე. 1950. პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP
_oil_on_canvas_98x146cm_vera_pagava_courtesy_of_Association_culturelle_Vera_Pagava_-_AC_VP.jpg)
ვერა ფაღავა (1907-1988). “საიდუმლო ქალაქი”. ზეთი ტილოზე. 98x146. 1959. პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP
1970-80-იან წლებში, ვერა ფაღავა სასურათე სიბრტყეზე ხშირად მხოლოდ სხვადასხვა ფერის რამდენიმე გეომეტრიულ ფიგურას ათავსებს – სწორკუთხედს, სამკუთხედს, წრეს, ან მის მიერვე შეთხზულ გეომეტრიულ სხეულებს. ეს აბსტრაქციები წარმოაჩენენ ავტორს, როგორც პოეტურად მოაზროვნე, უაღრესად რაფინირებულ ოსტატს.

ვერა ფაღავა (1907-1988). “გააღე კარი”. 18x14. ზეთი ტილოზე. 1957. ATINATI-ს კერძო კოლექცია
_oil_on_canvas_73x92cm_vera_pagava_courtesy_of_Association_culturelle_Vera_Pagava_-_AC_VP.jpg)
ვერა ფაღავა (1907-1988). “წითელი მთვარე”. 73x92. ზეთი ტილოზე. 1969. პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP
_oil_on_canvas_81_x_100_vera_pagava_courtesy_of_Association_culturelle_Vera_Pagava_-_AC_VP.jpg)
ვერა ფაღავა (1907-1988). “შემოდგომა”. 81x100. ზეთი ტილოზე. 1970. პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP
1966 წელს,ვერა ფაღავამ საფრანგეთი წარმოადგინა ვენეციის 33-ე ბიენალეზე. სინათლით მოსილი რომანტიკული პეიზაჟები, რომლებიც ვენეციაში იყო ექსპონირებული, აკვარელით არის შესრულებული. ისინი ერთსა და იმავე დროს ნატურასაც ასახავს და აბსტრაქტული ხასიათისაც არის, რადგან აქ მზე და მის შუქში ჩაფლული არემარე წარმოადგენს მხატვრის ასახვის საგანს.

ვერა ფაღავა (1907-1988). “უსათაურო”. 41.5x31. აკვარელი ქაღალდზე. 1963-68. გალერეა “პოგი”, პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP

ვერა ფაღავა (1907-1988). “უსათაურო”. 41.5x31. აკვარელი ქაღალდზე. 1963. გალერეა “პოგი”, პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP

ვერა ფაღავა (1907-1988). “ჰორიზონტი II”. 73x92. ზეთი ტილოზე. 1962. ATINATI-ს კერძო კოლექცია
ვერა ფაღავას შემოქმედებაში მჟღავნდება და გადააზრებულია ფრანგული მხატვრობის უმდიდრესი ტრადიცია, დაკავშირებული სინათლის ფენომენთან. მისი აბსტრაქციები ილ დე ფრანსის ცის სილურჯიდან, სივრცის გამჭვირვალობიდან და სინათლით დატვირთულობიდან, გოთური ტაძრების პროპორციებიდან, ასევე ვიტრაჟების ტიხრებს შორის შემოღვრილი ფერადი შუქიდან არის ამოზრდილი; მათ ეფუძნება. მის ნამუშევრებში ფრანგული ხელოვნების ტრადიციაც გამოსჭვივის, და ის სივრცეც, რომელიც ფრანგულ გარემოს აყალიბებს; სინათლე, რომელიც მხოლოდ ამ გარემოში ასხივებს. ფაღავას ტილოებზე, ყოველივე აღნიშნული იკითხება ობიექტების განსაკუთრებულ სიცხადეში თუ განცალკევებაში, ცალკეულ ფორმებად დანაწევრებაში, თავისებურ სიმსუბუქეში ან ზეწოლის არარსებობაში, და ისევ, შუქთან ერთობაში.

ვერა ფაღავა (1907-1988). “ჩუმად”. 60x73. ზეთი ტილოზე. 1965. გალერეა “პოგი”. პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP

ვერა ფაღავა (1907-1988). “გლისადი” 73x60. ზეთი ტილოზე. 1969. პარიზი/ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP

ვერა ფაღავა (1907-1988). “უსათაურო”. 33x41. ზეთი ტილოზე. 1980-იანები. ATINATI-ს კერძო კოლექცია
ვერა ფაღავას უპირველეს ყოვლისა ბუნებაში გაღვრილი შუქი შთააგონებდა და როდესაც საშუალება ეძლეოდა, თავად შუქსაც ოსტატურად იყენებდა, როგორც „მასალას“(ვგულისხმობთ მის მიერ შექმნილ ვიტრაჟებს). 1984 წელს, დიჟონის ეკლესიის ვიტრაჟებისა და ინტერიერის დიზაინისთვის, რომის პაპმა იოანე XXIII-ემ მხატვარი ოქროს მედლით დააჯილდოვა.
დიჟონის წმინდა ჯოზეფის ეკლესია (საფრანგეთი)

დიჟონის წმინდა იოსების ეკლესიის ვიტრაჟი (საფრანგეთი). 1986. ვერა ფაღავას სახელობის კულტურის ასოციაცია - ACVP
მზესთან „დიალოგი“, რომელიც თავად წარმოადგენს ხოლმე მისთვის ნატურას, აყალიბებს იმ გეომეტრიას, რომელიც ვერა ფაღავას მიერ შემოქმედებაში მიღწეულ სისადავეს და ლაკონიზმს უდევს საფუძვლად. ყოველივე აღნიშნული, წარმოაჩენს მკაცრ ლოგიკას და შინაგან ლირიზმს, ერთიანობაში მისი ხელწერის ორიგინალობას რომ განაპირობებენ.