კოტე მარჯანიშვილის შემოქმედებითი ცხოვრება სულ რაღაც 43 წელი გრძელდებოდა, 10 წელი როგორც მსახიობის, 33 წელი როგორც რეჟისორის. 61 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა. საქართველოში გამოზრდილი მოწაფეების უმადურობამ და უპირველეს ყოვლისა „საბჭოთა სისტემამ“ შეიწირა დიდი ხელოვანის სიცოცხლე, რომელსაც, ალბათ, კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო თანამედროვე სათეატრო ხელოვნების გასავითარებლად. კოტე მარჯანიშვილი - თეატრის სიყვარულისთვის „მოკლული“ ხელოვანი გახლდათ. იგი ინფარქტით გარდაიცვალა, გული გაუსკდა.
ყვარელში, არისტოკრატიულ, კულტურულ ოჯახში დაბადებული კოტე მარჯანიშვილის სახლში (მამა - ალექსანდრე მარჯანიშვილი პოეტი და მთარგმნელი იყო, დედა ელისაბედ ჭავჭავაძე მრავალმხრივ განათლებული ქალბატონი) იკრიბებოდნენ ლიტერატორები, ხელოვანები. პოლიტიკურ თუ სოციალურ სიტუაციაზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე საუბრებთან ერთად, სამოყვარულო სპექტაკლებიც იმართებოდა. მომავალ დიდ რეჟისორს ბავშვობიდან შეუყვარდა თეატრი. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი საოჯახო წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას.

კოტე მარჯანიშვილი - გიმნაზიის წლები

კოტე მარჯანიშვილი დედასთან, ელისაბედ ჭავჭავაძესთან ერთად
თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, არდადეგებზე კახეთში მყოფი, თელავში დგამდა სპექტაკლებს და თავადვე თამაშობდა კიდეც. 1893 წელს, ქუთაისის ქართული დასის წევრი ხდება, რომელსაც მისი ბიძაშვილი კოტე მესხი ხელმძღვანელობდა, 1894 წელს თბილისის ქართულ სცენაზე გამოდის, მერე ისევ ქუთაისში ბრუნდება, ქუთაისის ქართულ დასს უკვე ლადო ალექსი მესხიშვილი უდგას სათავეში. 1898 წლიდან კი რუსულ დასში გადადის, იწყება საგასტროლო ტურნეები, საცხოვრებლად რუსეთში რჩება. მსახიობობს რუსეთის იმპერიაში შემავალ სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების სცენებზე.
.jpg)
კოტე მარჯანიშვილი
1904-05 წლის სათეატრო სეზონიდან, კოტე მარჯანიშვილი ლატვიაში, რიგაში ცხოვრების ჭეშმარიტ მოწოდებას - პროფესიულ რეჟისორობას იწყებს. სათავეში უდგება სათეატრო დასებს: რიგაში, ხარკოვში, კიევში, ოდესასა თუ მოსკოვში. 1909/1913 წლებში დამდგმელი რეჟისორია მოსკოვის სამხატვრო თეატრში და იქ მიწვეულ, ბრიტანელ თეატრის რეფორმატორთან, გორდონ კრეგთან ერთად მუშაობს შექსპირის „ჰამლეტზე“, დგამს რამდენიმე საინტერესო სპექტაკლს. 1913/1914 წლებში მოსკოვში აარსებს „თავისუფალ თეატრს“; შემდეგ მოღვაწეობს პეტერბურგში, ბევრს დგამს უკრაინაში. პეტერბურგში ქმნის კომიკური ოპერის თეატრს, ხელმძღვანელობს რევოლუციურ-აგიტაციურ თეატრს - „თავისუფალი კომედია“, 1920 წელს მესამე ინტერნაციონალის მეორე კონგრესისთვის დგამს გრანდიოზულ მასობრივ ქუჩის სპექტაკლს - „მსოფლიო კომუნისკენ“.
ამავე პერიოდში მოგზაურობდა ევროპის ქვეყნებში, კარგად იცნობდა ევროპულ თეატრს, მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესებს. თვალ-ყურს ადევნებდა ყოველ ახალ თეატრალურ წამოწყებას დრამატურგიასა თუ საშემსრულებლო ხელოვნებაში. შემოქმედებითი, პირადი ურთიერთობები აკავშირებდა იმ პერიოდის ევროპაში მოღვაწე მწერლებთან, დრამატურგებთან, რეჟისორებთან, მსახიობებთან, მხატვრებთან და სხვ.
1913 წელს, სამხატვრო თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, კოტე მარჯანიშვილი მოსკოვში აარსებს „თავისუფალ თეატრს“. ვფიქრობ, მისი დაარსებით მარჯანიშვილმა თითქმის ერთი საუკუნით გაუსწრო დროს. დიდ ხელოვანს, იმ დროს არსებულ-განვითარებულ თითქმის ყველა სათეატრო სახეობის ერთ სივრცეში გაერთიანებინა სურდა: ვერბალური თუ არავერბალურის, დრამატულის, საოპეროს, საბალეტოს, პანტომიმის, ოპერეტას და ა. შ. სპექტაკლებზე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობდნენ რეჟისორები: ალექსანდრ სანინი, ალექსანდრ თაიროვი. მარჯანიშვილს ჩაფიქრებული ჰქონდა თავისუფალ თეატრში ისეთი ხელოვანების მოწვევა, როგორებიც იყვნენ: გორდონ კრეგი, ფელიქს აქსელ გალენი, მაგრამ არ დასცალდა. გრანდიოზული მასშტაბების ჩანაფიქრი დიდ ხარჯებს ითხოვდა, პირველ წელს თეატრმა მოგება ვერ მოიტანა, თანადამფუძნებელმა ვასილი სუხოდოლსკიმ დაფინანსება შეუწყვიტა. „თავისუფალი თეატრის“ ბაზაზე მარჯანიშვილმა შექმნა ინტიმური, სტუდიური, ექსპერიმენტული ტიპის „კამერული თეატრი“. სწორედ ამ თეატრს ჩაუდგა შემდგომ სათავეში ალექსანდრ თაიროვი.
1922 წელს მარჯანიშვილი საქართველოში ბრუნდება. რამდენიმე რუსი მსახიობი, რომელთაც მცირე დასი ჰქონდათ თბილისში, სთხოვენ სპექტაკლების დადგმა. დგამს კიდეც, ოსკარ უაილდის „სალომეს“, მეცელის პანტომიმას „მიმზიდველ ნათებას“ და
იმ პერიოდში ქართული თეატრი უმძიმეს კრიზისშია. სექტემბრის თვეში, ქართული დრამის დასახურად მოწვეულ კრებაზე, პაოლო იაშვილის წინადადებით, მარჯანიშვილს სთხოვენ, ქართულ დასთან სპექტაკლი დადგას, ჯერ უარზეა, მერე უცბად თანხმდება და ქართული თეატრის „მესვეურნი“ თეატრის ყოფნა-არყოფნის საკითხს, პრემიერამდე გადასწევენ.
თანამედროვე ქართული თეატრის ისტორია, სწორედ მარჯანიშვილის წყალობით, მარჯანიშვილის დადგმული ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროთი“, 1922 წლის 25 ნოემბრიდან იწყება.

ცხვრის წყარო, რუსთაველის თეატრი 1922 წ.
1923-24 წლების სეზონში, რუსთაველის თეატრში, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, დამდგმელ რეჟისორებად იწვევს მიხეილ ქორელს, სანდრო ახმეტელს. სხვებთან ერთად აარსებს სტუდიას (შემდგომ თეატრალური ინსტიტუტი, დღეს - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი), ზრდის მსახიობებს, რეჟისორებს. ახალგაზრდა მწერლებთან მუშაობს თანამედროვე დრამატურგიის შექმნაზე. თეატრში მოჰყავს ახალგაზრდა მხატვრები და კომპოზიტორები: კირილ ზდანევიჩი, ირაკლი გამრეკელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი (მოგვიანებით), თამარ ვახვახიშვილი, იონა ტუსკია და სხვ. აღზარდა რეჟისორთა და მსახიობთა პლეადა, რომლებმაც შემდგომ განავითარეს თავისი მასწავლებლის სათეატრო-საშემსრულებლო მიმართულებები, თუ ხერხები. ახალ თაობას ასწავლის, რას ნიშნავს იყო რეჟისორი, მსახიობი, ჭეშმარიტი ხელოვანი. მათ შორის იყვნენ: სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, უშანგი ჩხეიძე, თამარ ჭავჭავაძე, ემანუილ აფხაიძე, ვეჩე ჯიქია, შალვა ღამბაშიძე და სხვები.

პეტრე ოცხელი, ელენე ღოღობერიძე, თამარ ვახვახიშვილი, კოტე მარჯანიშვილი

სანდრო ახმეტელი, სანდრო შანშიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, დავით ჩხეიძე

ვალერიან სიდამონ-ერისთავი, იოსებ გრიშაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, დოდო ანთაძე
From 1922 to 1926, Marjanishvili presented a rich and diverse repertoire at the Rustaveli Theater, staging works by Georgian and international playwrights, ranging from Renaissance dramaturgy and Romanticism, to works from the Age of Enlightenment, Neo-Romantics, Romantics, Expressionists, and Symbolists.
His productions included Solar Eclipse in Georgia by Zurab Antonov, Divorce by Giorgi Eristavi, Londa by Grigol Robakidze, Mascota by Edmond Audran, The Would-Be Noble by Moliere, The Game of Interests by Hero by John Singer, Malmström (The Man from the Looking Glass) by Franz Werfel, The Funeral of the Whip by Shanshiashvili, Hamlet by Shakespeare, and Lamara by Grigol Robakidze. The last was staged with Akhmeteli, but, due to a conflict Kote refused to sign the playbill.
Under Marjanishvili’s leadership, the Rustaveli Theater became a dynamic center of synthetic art, uniting diverse artistic disciplines into a groundbreaking theatrical vision.

რუსთაველის თეატრის დასი, 1923 წ.

რუსთაველის თეატრის დასი შექსპირის ჰამლეტის პრემიერის შემდეგ. 1925 წ
1926 წელს, შემოქმედებით საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება მოსდით მარჯანიშვილს და მის უნიჭიერეს შეგირდს - სანდრო ახმეტელს. რუსთაველის თეატრის დასი ორ ნაწილად იყოფა, ახმეტელის და მარჯანიშვილის მომხრეებად. საბჭოთა ხელისუფლებამ მარჯანიშვილი გაათავისუფლა და ახმეტელი დანიშნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. მარჯანიშვილთან ერთად თეატრიდან მისი აღზრდილი მსახიობების და რეჟისორების ნაწილიც წავიდა - ვერიკო ანჯაფარიძე, თამარ ჭავჭავაძე, უშანგი ჩხეიძე, შალვა ღამბაშიძე, დოდო ანთაძე და სხვები. 2 წლის შემდეგ 1928 წელს, მათთან ერთად, მარჯანიშვილი ახალ თეატრს აარსებს - ქუთაის/ბათუმის სახელმწიფო დრამას. 1930 წელს მთლიანი დასით თბილისში გადმოდის. ამ თეატრის სცენაზე დიდმა რეჟისორმა დადგა სპექტაკლები: ერნსტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“, ბერნარდ შოუს „წმინდა ქალწული“, შალვა დადიანის „კაკალ გულში“, კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“. 1930-1932 წლებში კი უკვე თბილისის სცენაზე, გრ. ბუხნიკაშვილის „კი მაგრამ“, ა. აფინოგენოვის „შიში“, შექსპირის „ოტელო“ და სხვა.

კოტე მარჯანიშვილი ურიელ აკოსტას დეკორაციის დაყენებისას
აღსანიშნავია, კოტე მარჯანიშვილის დადგმები თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე: დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1923 წ.), რიხარდ ვაგნერის „ლეონგრნი“ (1924 წ.), ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1924 წ.), და „დაისი“ (1923 წ.) როსინის „ვილჰელმ ტელი“ (1931 წ.).
ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის რეჟისორს, როგორც საკუთარ თავს უწოდებდა „ილუზორულ მეზღაპრეს“, იმ პერიოდის ევროპასა თუ რუსეთში შექმნილი ყველა ჟანრის, მიმართულების სპექტაკლი ჰქონდა განხორციელებული. ჯერ კიდევ, XX საუკუნის დასაწყისში, ვერბალური და არავერბალური სათეატრო ენის შერწყმას ესწრაფოდა. მარჯანიშვილი დგამდა კლასიკურ და თანამედროვე, დრამატურგიულ, პროზაულ (ინსცენირებულ-ადაპტირებულ) ნაწარმოებებს - უცხოურს, ქართულს, ეძებდა ახალ ფორმებს.
კოტე მარჯანიშვილმა, საქართველოში, პირველმა გამოიყენა და მიუსადაგა კინოხერხები სათეატრო ხელოვნებას, ასევე პირველი იყო ვინც კინოკადრები ჩართო სპექტაკლში - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ (ერნსტ ტოლერის მიხედვით). ამასთან, იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი კინორეჟისორიც გახლდათ, რამდენიმე ფილმიც აქვს გადაღებული: „ქარიშხლის წინ“ (1925 წ.), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1926 წ.), „გოგი რატიანი“ (1927 წ.), „ამოკი“ (1928 წ.), „კრაზანა“ (1928 წ.) და „კომუნარის ჩიბუხი“ (1929 წ.).
__set._______________________________._1927.____________________.jpg)
მხატვრული ფილმი. გოგი რატიანი. 1927. გადასაღები მოედანი
__set.___________________________________._1929.____________________.jpg)
მხატვრული ფილმი. კომუნარის ჩიბუხი. 1929. გადასაღები მოედანი
1930-იანი წლების დასაწყისში, მარჯანიშვილის მონაზონი და - თამარი დაიჭირეს. დის გამოსახსნელად, მარჯანიშვილს ხშირად უწევდა მოსკოვში გამგზავრება, მალე იგი უმადურმა შეგირდებმა, საქართველოში თავისი დაარსებული მეორე სახელმწიფო თეატრიდანაც გააგდეს. მოსკოვში, სხვადასხვა თეატრში, მარჯანიშვილმა კიდევ სამი სპექტაკლის დადგმა მოასწრო: იბსენის „მშენებელი სოლნესი“, იოჰან შტრაუსის ოპერეტა „ღამურა“ და ბოლოს შილერის „დონ კარლოსზე“ მუშაობდა. „დონ კარლოსის“ პრემიერის წინა ღამეს, გადასახლებაში მყოფი დაავადებული დის გამო, მარჯანიშვილი კიდევ ერთხელ მიდის სათხოვნელად ბოლშევიკ მაღალჩინოსნებთან, მათგან კი ამგვარ პასუხს იღებს: დაივიწყე, რომ და გყავდა. ფრთხილად იყავი შენც არ დაგიჭიროთო. სახლში დაბრუნებისას ილუზიების შემქმნელ გენიოს მეზღაპრეს ტვინში სისხლი ჩაექცა და 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კოტე მარჯანიშვილი
კოტე მარჯანიშვილის მცდელობას დის დასახსნელად უკვალოდ არ ჩაუვლია. კოტეს მეგობრებმა, ტუბერკულოზით დაავადებული სქიმიღუმენია თამარი, ციმბირის გადასახლებიდან დაიხსნეს. ძმა ვერ მოესწრო ამ ამბავს. მოგვიანებით დედა თამარი ქრისტესმიერი ღვაწლისთვის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
კოტე მარჯანიშვილი 1933 წლის 17 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა. ქართველმა საზოგადოებამ მისი ფერფლი 27 აპრილს ჩამოასვენა. თავდაპირველად, ის ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში დაკრძალეს. 1964 წელს, მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.