menu

ოთარ ჩხარტიშვილი

ოთარ ჩხარტიშვილი 1938 წელს ქობულეთში დაიბადა. ბავშვობის წლები აფხაზეთში გაატარა. შეეძლო საათები გაეტარებინა ნაპირზე ზღვის ცქერაში. ეს მას განსაკუთრებულ თავისუფლების შეგრძნებას აძლევდა. ამაზე წერს კიდეც თავის მოგონებებში. ზღვა და ზღვისპირეთი მის ნამუშევრებში ხშირად ჩნდება.


ოთარ ჩხარტიშვილი. ავტოპორტრეტი. ტილო,ზეთი. 80X58. 1967. ათინათის კერძო კოლექცია


1960 წელს ჩხარტიშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. 1961 წლის გაზაფხულზე კი, მეგობრებსა და თანამოაზრეებთან ერთად, რუსთაველის პროსპექტზეღია ცის ქვეშარასანქცირებული გამოფენა მოაწყოამ სახელდახელო ვერნისაჟზე გამოფენილი ნამუშევრებიშესაძლოაარც იყო განსაკუთრებული ორიგინალობით გამორჩეულიმაგრამ ამ აქციით მხატვარმა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია გამოხატამათ გვერდიდან არ შორდებოდნენ ლადო გუდიაშვილი და ელენე ახვლედიანი. ხელისუფლება ამ აქციას, რასაკვირველია, მტრულად შეხვდა და შესაფერისი ზომებიც გაატარა, მაგრამ მკაცრ სასჯელს ახალგაზრდა მხატვრები მაინც ასცდნენ. „ბუნტარი“ მხატვარი რამდენჯერმე გარიცხეს, მაგრამ აკადემია მაინც დაასრულა. 


ოთარ ჩხარტიშვილი მეუღლის პორტრეტთან


ოთარ ჩხარტიშვილი საბჭოთა ანდერგრაუნდის მხატვარია, რომლის ხელოვნებაში მკაფიოდ გამოვლინდა არაოფიციალური ხელოვნების სოციალურ-ესთეტიკური, თვისებრივი მახასიათებლები. ანდერგრაუნდის ხელოვანთა მსოფლხედველობა და სახვითი ენა რადიკალურად განსხვავდებოდა სოცრეალიზმის, თუმცა კი უკვე ოდნავ შესუსტებული და შრეებად დაშლილი, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი და იდეოლოგიზირებული მხატვრული სისტემისგან. 



ოთარ ჩხარტიშვილი. ჯინსები.  ტილო მუყაოზე, ჯინსის შარვალი, ზეთი 110x69სმ. 1965. ათინათის კერძო კოლექცია


ანდერგრაუნდის/ნონკონფორმისტული ხელოვნება პოსტსტალინურ საბჭოთა სივრცეში მხატვრული მოვლენების კალეიდოსკოპში გარდამტეხი მხატვრული მოვლენა იყო, რომელმაც მთლიანად შეცვალა საბჭოთა პერიოდის ხელოვნების განვითარების ვექტორი 1960-იანი წლებიდან და დღეს ის XX საუკუნის მხატვრული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს. 1974 წელს, მოსკოვში ბელიაევოს უკაცრიელ მინდორზე ალექსანდრე გლეზერისა და ოსკარ რაბინის მიერ ორგანიზებული გამოფენა, რომელიც ხელისუფლებამ ბულდოზერების საშუალებით დაარბია, სოცრეალიზმის იდეოლოგიური და ფორმალური კლიშეს  საწინააღმდეგოდ მოწყობილი მხატვრული აქცია იყო და მასში მონაწილე მხატვრები თავისთავად იქცნენ ნონკონფორმისტული ხელოვნების ისტორიულ პერსონაჟებადჩვენი შემეცნება იმდენად ეგუება დეფორმირებულ სივრცეს, რომ ის ნორმა ხდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ნორმალურობის ჩანაცვლებაა – ამბობდა სოც-არტის ერთ-ერთი წარმატებული ფიგურა ერიკ ბულატოვი. რეალობის სწორედ ეს ნორმალიზება, მოვლენათა ადეკვატური ინტერპრეტაცია და სახვითი ენის კანონიკური სქემებისგან გათავისუფლება იყო ლეგენდად ქცეული ბულდოზერის გამოფენის ორგანიზატორ და მონაწილე მხატვართა მიზანი. ოთარ ჩხარტიშვილიც ქართულ ხელოვნებაში ბულდოზერის გამოფენის მონაწილე ლეგენდარულ მხატვრად ჩაეწერა. 


ნონკონფორმისტი მხატვრები მარცხნიდან ოთარ ჩხარტიშვილი, ნატალია აბალაკოვა, ანატოლი ჟიგალოვი, ლარისა პიატნიცკაია, ალექსანდრე გლეზერი, ალეკო გოგუაძე, ალიონა კირცოვა. მოსკოვი. 1970-იანი წლები


ოთარ ჩხარტიშვილმა  უაღრესად საინტერესო, დიდი მხატვრული მემკვიდრეობა დატოვა - პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, კოლაჟი, ასამბლაჟი, ობიექტი - ნებისმიერ შემთხვევაშიჟანრი თუ იდეა, როგორც ამბობს, უბრალოდ მიზეზიასურათის სინამდვილეში იმ ობიექტში ის თავად მონაწილეობს და ქმნის მისეულ სამყაროსრომელშიც  მთავარი სამყაროსადმი მისი დამოკიდებულება,  საკუთარი მეს წარმოსახვაა. პეიზაჟებში მხატვარი გადმოსცემს სტატიკურიუძრავი სამყაროს მოდულსაქ სივრცე უმეტესად ჩაკეტილიადრო - გაჩერებულიიშვიათად ჩანს ჰორიზონტი.


ოთარ ჩხარტიშვილი. ქვემო ქართლი, გაზაფხული.  ტილო, ზეთი, 61X81. 2002. ათინათის კერძო კოლექცია


ოთარ ჩხარტიშვილო. კვიპაროსები. ზეთი, მუყაო. 69x66სმ. 1985. ათინათის კერძო კოლექცია


ჩაკეტილიუძრავი სამყარო - ესეც ეპოქის მანიშნებელი – საბჭოეთის მთავარი მონაპოვარიაპოლიტიკური და შემოქმედებითი იზოლაციამხატვრის პესიმიზმი პეიზაჟებში არსებითად იდეოლოგიური და ტექნოკრატიული აგრესიის სამყაროში რეალობის შეუცვლელობის პერსპექტივააამიტომ, მისი სამყარო თითქოს დაუსახლებელიაცარიელიადამიანი - უმნიშვნელოჩხარტიშვილის პეიზაჟები თავისუფალია ყოველგვარი იდეოლოგიისპათეტიკისა და დიდაქტიკისაგანრაც სოცრეალისტური ხელოვნების განმსაზღვრელი აზრობრივ-სემანტიკური აუცილებლობა იყო. მისი ნამუშევრების იდეა სწორედ ამ კლიშეს წინააღმდეგ მიმართული შემოქმედებითი აქტიაარა მოდურიფორმალური გატაცებაარამედ რეალობის სიღრმისეული გააზრება და არსის წვდომის უნარიარსებული რეალობის მიმართ გაუცხოებაამ რეალობის მიღმა არსებობა განაპირობებს მხატვრის პეიზაჟების იერატიულობას


ოთარ ჩხარტიშვილი. აბსტრაქცია ზამთრის თემაზე. მუყაო, ზეთი. 40x47. 1984. ათინათის კერძო კოლექცია


წელიწადის ოთხი დრო ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად შექმნილი ფერწერული სერიაარომელიც ერთი და იმავე მოტივისრუსთავში საკუთარი ბინის ფანჯრიდან წელიწადის სხვადასხვა დროს დანახული ეზოს ფრაგმენტის ფერწერული სურათებია. წელიწადის დროების მონაცვლეობასთან ერთად, მხატვარი ცვლის ხედვისა და გამოსახვის სტილსა და მანერას და რეალისტურად დაწერილი ეზოს ფრაგმენტი თავისი ყოფითა და განწყობით, თავისი პოეტიკით, მატერიის დენატურალიზაციით, აბსტრაქტულ კომპოზიციებად გარდაიქმნება. ეს ყოველდღიური ცხოვრების რუტინის ერთგვარი პოეტური კადრებია.



ოთარ ჩხარტიშვილი. ჩემი ეზო, თებერვლის თვე. მუყაო,ზეთი 42x60. 1984. ათინათის კერძო კოლექცია



ოთარ ჩხარტიშვილი. ქვემო ქართლი, გაზაფხული.  ტილო, ზეთი, 61X81. 2002. ათინათის კერძო კოლექცია


ოთარ ჩხარტიშვილის  ნატურმორტები  ყოველგვარი ყოფითისგან დაცლილი და ყოველდღიურობისგან განყენებულია. სახვითი მოტივების შერჩევა შემთხვევითი არ არის. ეს მოტივები ხშირად მეორდება და განწყობის სხვადასხვა ნიუანსით იცვლება. კონცეპტუალური და სიმბოლური დატვირთვის თვალსაზრისით განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბროწეულისა და თეთრი ფერის ქსოვილის მოგზაურობაა სხვადასხვა კომპოზიციაში. თეთრი ფერი აქ სულიერების, სიწმინდისა და მორალური ღირებულებების სიმბოლური გამოსახულებაა. ლაკონური კომპოზიციური სტრუქტურა, საგნის გადმოცემის ილუზორული მანერა, თავშეკავებული კოლორიტი და არათანაბარი განათების ეფექტები ბიბლიური სიმბოლიკით დატვირთულ არქეტიპულ მხატვრულ სახეებს (ბზა, ბროწეული, ვაშლი, თეთრი საფარი) მისტიკურობასა და მნიშვნელოვნებას ანიჭებს. ეს გარეგნულად სტატიკური კომპოზიციები დიდი შინაგანი მუხტის მქონეა და დასაწყისისა და დასასრულის ფილოსოფიურ კონტექსტს იძენს. 

ჩხარტიშვილის შემოქმედებაში პოსტმოდერნისტული დისკურსი, წარსული ეპოქების შემოქმედებით ფიგურებთან, შესაძლოა, თავდაპირველად ქვეცნობიერად არსებობდა, შემდეგ კი მხატვრულ ხერხად ჩამოყალიბდა და აშკარა მინიშნების სახით მის კომპოზიციებში გამოვლინდა. ზეთის საღებავებით შესრულებული პორტრეტები სტილური მრავალფეროვნებით ხასიათდება. მხატვარი იყენებს ახალ მასალას და ახალ გამომსახველობით ხერხებს, მაგრამ, იმავდროულად,არასდროს კარგავს თავად ნატურის ხასიათს, მის ინდივიდუალიზმს. 


ოთარ ჩხარტიშვილი. ტრიპტიქი. ქრისტეს ცხოვრება. ეძღვნება დედ-მამის ხსოვნას. ხე, ზეთი. 52X112. 1999. ათინათის კერძო კოლექცია. Otar Chkhartishvili. Triptych


მოსკოვისა და ლენინგრადის ანდერგრაუნდის ლიდერებთან მეგობრული და შემოქმედებითი კონტაქტები ოთარ ჩხარტიშვილის ხელოვნებისთვის ძლიერი იმპულსი იყონონკონფორმისტული ხელოვნებაისტორიული კონტექსტიდან გამომდინარესოციოკულტურული მოვლენაასინამდვილის კრიტიკულ-ირონიზებული აღქმით იქმნება მხატვრული ფორმის სრულიად განსხვავებული მოდიფიკაციაპოპ-არტიდან ახალ რეალობამდენონკონფორმისტებმა შეძლეს სოცრეალიზმის კანონიკურირეგლამენტებული სქემების დეცენტრალიზაციასაბჭოთა ხელოვნებაში  დოგმატური მხატვრული სახეებისა და კანონიკური სქემების ახალ კონცეპტუალურ ქსოვილში გაერთიანებით მათ შექმნეს განწყობითა და პლასტიკური თვალსაზრისით სრულიად ახალი სამყარორომელიც ასახავს დროის მხატვრულ და იდეოლოგიურ სპეციფიკას.  მარსელ დიუშანმა განსაზღვრა მომავლის ხელოვნების მხატვრული სტრატეგიაის მიმართავდა კომერციული კულტურის მზა ფორმებით ირონიულ თამაშსა და ჩვეულებრივი ყოფითი ნივთების საკრალიზაციასრითაც საზოგადოების ღირებულებათა პირობითობასა და ტრადიციულ ხელოვნებას უპირისპირდებოდასოც-არტი კი საბჭოთა იდეოლოგიური პროდუქციის ესთეტიკის გროტესკულ ვარიანტს ქმნის და იდეოლოგიური ხელოვნების კლიშეების ირონიზირებით აპელირებსოთარ ჩხარტიშვილის სოც-არტი ატარებს სტილის ზოგად, კონცეპტუალურ-სახვით ნიშნებს დაიმავდროულადმკაფიო ინდივიდუალიზმითაც გამოირჩევაიგი ქართულ სახელოვნებო სივრცეში ერთადერთიარომლის შემოქმედებაში სოც-არტი მხატვრული მთლიანობის დასრულებულ ნიმუშად ყალიბდება.

სოციალისტური იდეოლოგიისა და გარემოს შეგრძნება ოთარ ჩხარტიშვილისთვის განსაკუთრებით მძაფრი იქნებოდარუსთავისადაც ის ცხოვრობდახომ თავად იყო სოციალისტური ინდუსტრიალიზაციისა და იდეოლოგიის ფენომენალური მოვლენამეორე მსოფლიო ომის შემდეგრაღაც ათიოდე წლის მანძილზეთითქმის უდაბნოში აღმოცენებულიძირითადადომში დამარცხებული გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული ქალაქი გიგანტური საწარმოებითა და ქარხნებითცამდე აწვდილი საკვამურებითკომუნიზმის მშენებელი მრავალეროვანი მოსახლეობითსაერთო საცხოვრებლებისკულტურის სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების ტიპური ნაგებობებითდიდი ბელადის ძეგლითუზარმაზარი ტრანსპარანტ-ლოზუნგებით, თავად იყო საბჭოთა სოციალისტური სამყაროს არტეფაქტიაქ ალბათ განსაკუთრებით იგრძნობოდა ლოზუნგსა და სინამდვილეს შორის განსხვავებაკომუნისტური ატრიბუტიკასაკრალური სახელმწიფო სიმბოლიკა (დროშავიმპელისამკერდე ნიშნებიბელადის პორტრეტიგერბიოთარ ჩხარტიშვილის შემოქმედებაში ახლებურ ინტერპრეტაციასა და სრულიად საწინააღმდეგო კონცეპტუალურ დატვირთვას იძენსაქ ნაწარმოების ახალი ტექსტი კი არ იქმნებაარამედ უკვე არსებულის ირონიზებული კომენტირება ხდებასაბჭოთა ხელოვნების სერიული პროდუქციის ფრაგმენტების სინთეზით იქმნება სრულიად ახალი კონცეფციის მქონე მხატვრული მთლიანობასაბჭოთა სიმბოლოებისისტემისა და იდეოლოგიის მითოლოგიზებული პერსონაჟებირომლებიც ათწლეულების მანძილზე ქვეყნის უძლეველობისა და უზრუნველი ცხოვრების გარანტი“ იყომათი გროტესკული ვარიანტით შეიცვალათამაშის შეუთავსებლის შეთავსების რიტუალური ქმედება ჩხარტიშვილის ამ ნამუშევრების ესთეტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი მხატვრული ხერხიამნიშვნელოვანი კომპოზიციურ-ემოციური დატვირთვა სოცარტის ხელოვნებაში წითელი ფერის სიმბოლიკას გააჩნიაწითელი ფერი ყველაზე მეტად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზესისხლისა და ცეცხლის ფერი აქტიური და ცხოველმყოფელიაიგი ასოცირდება ვნებასა და ბრძოლასთანის აგრესიული ფერია და ამიტომაც XX საუკუნის ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია მას თავის სიმბოლოდ იყენებსკომუნისტურმა იდეოლოგიამ სრულად გამოიყენა ადამიანის ფსიქიკაზე წითელი ფერის ზემოქმედების ეფექტირაც უყურადღებოდ არც სოც-არტის მხატვრებს დარჩენიათმითუმეტესრომ კომუნისტური სიმბოლიკა სოც-არტის ხელოვნების მთავარი ვიზუალური მოტივიუმეტესადწითელი ფერისა იყოსაინტერესო ფორმალურ გადაწყვეტას ეს კავშირი (ლინგვისტურ-სახვით-ფერისმიერიიღებს ჩხარტიშვილის ნამუშევართა სერიაში - „სკკპლენინის ტომებიკომუნისტური იდეოლოგიური გაზეთისა და ლენინის მრავალტომეულის ყდის კოლაჟით კონსტრუირებული კომპოზიციის აზრობრივი თვალსაზრისით ადეკვატურობას, აბსურდულობას სძენს ყდაზე მხატვრის მიერ ფართოთავისუფალი მონასმებით შესრულებული ჩანახატებიკაფე-შანტანის მოცეკვავე ქალიბელადის ხელის არტიკულაციახუთქიმიანი ვარსკვლავიჯვარიგუმბათჩაქცეული ეკლესია, ჩხარტიშვილის ღია პოზიცია საგაზეთო ინფორმაციის სიცრუისა და ლენინის მოძღვრების უტოპიაზეყველა ნამუშევარში სისხლისფერი წითელი გამოიყენება ხან ვიზუალური მოტივისხან კი ხელმოწერის სახითკომპოზიციური წყობით ეს კოლაჟები გარკვეულ მინიშნებასაც შეიცავს მალევიჩის პროგრამულ ნამუშევრებზე (შავი კვადრატი თეთრ ფონზეწითელი კვადრატი თეთრ ფონზე). 


ოთარ ჩხარტიშვილი. გოგონა ავლაბრიდან. მუყაო, ზეთი. 61x58სმ. 1979. ათინათის კერძო კოლექცია


ოთარ ჩხარტიშვილის ფერწერისა და სხვადასხვა საგნის კომბინირებით შექმნილი ნამუშევრებიასამბლაჟები შეიცავენ განსაზღვრულ ინფორმაციას და სხვადასხვაგვარ ასოციაციებსა და ემოციებს აღძრავენმხატვარი როგორც არქეოლოგი ეძებს და აგროვებს მოხმარების საგნებს (საბჭოთა სახეობრივი და კულტუროლოგიური სიმბოლოები, მხატვრის პირადი არქივი, ყოფითი საგნები, ტექნიკური დეტალები), რომლებიც მხატვრის ჩანაფიქრის კონტექსტში კარგავენ უტილიტარულ დანიშნულებას და მხატვრული ნიშნის სახეს იღებენ, სხვა ინფორმაციით იტვირთებიან. ამ ნამუშევართა კომპოზიციები რთული სტრუქტურის მქონე მხატვრული მთლიანობაა, სადაც ყოველი დეტალი (ნივთი), ერთი შეხედვითთითქოს ქაოსური საწყისიდან ჩნდებამაგრამ რეალურად მხატვრის მიერ შექმნილი მიკროსამყაროს თვითკმარი ნაწილია


ოთარ ჩხარტიშვილი. უსათაურო. პლასტმასი, ზეთი, ხე, წებო. 60.5×69 სმ. ათინათის კერძო კოლექცია


ოთარ ჩხარტიშვილს ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა შეხვდაის ქართულ ხელოვნებაში ამკვიდრებდა პოსტმოდერნისტულ მსოფლხედველობას. ჩხარტიშვილის მხატვრული ენა,  ბევრისთვის იმ დროს გაუგებარი და მტრულიც კი,  ეფუძნებოდა საბჭოთა იდეოლოგიურ-ესთეტიკური კლიშეს უარყოფასა და ახალ, თავისუფალ  ძიებებზე დამყარებულ მხატვრული სისტემის შექმნას.  თავის მოგონებებში მხატვარი წერდა: ოცდაათი წელი ჯიუტად ვიდექი ჩემს პოზიციაზე და არასოდეს ერთი წუთითაც არ მიღალატია მისთვის… ჩემი შემოქმედება უპირველესად იყო იარაღი ტოტალიტარიზმთან და ათეისტებთან დასაპირისპირებლადრასაც დიდი სიყვარულით ვაკეთებდირადგან ეს ჩემი წილი საკეთებელი იყო და ჩემს სათქმელს სხვა ვერ იტყოდა…