menu

ისტორია


ქართული ჭიდაობა — ეროვნული სპორტიდან მსოფლიო მემკვიდრეობამდე

მაკა თაქთაქიშვილი · მაისი 8, 2026

ქართული ჭიდაობა — ეროვნული სპორტიდან მსოფლიო მემკვიდრეობამდე

2025 წლის ოქტომბერში თბილისმა ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს 25 ქვეყნის 100 სპორტსმენი ფალავნის წოდებისთვის იბრძოდა. ქვეყნების გეოგრაფია მრავალფეროვანი იყო: თურქეთი, საბერძნეთი, მონღოლეთი, ეგვიპტე, ბრაზილია, იაპონია, ირანი, ესტონეთი... ეროვნული სპორტის ზეიმი უჩვეულოდ საინტერესოდ დააგვირგვინა მასტერკლასმა, სადაც ქართველმა ფალავნებმა უცხოელ სპორტსმენებს ჭიდაობის ტრადიციული ილეთები და ტექნიკური თავისებურებები გააცნეს. ამ წარმატების უკან საუკუნეების გამოცდილება და კულტურული მეხსიერება დგას.

ქართული სახელმწიფოებრიობა: 3000-წლოვანი უწყვეტი ტრადიცია

ბუბა კუდავა · აპრილი 16, 2026

ქართული სახელმწიფოებრიობა: 3000-წლოვანი უწყვეტი ტრადიცია

საქართველოს გაცნობისას პირველი ასოციაციები სხვადასხვაგვარია, თუმცა საერთო წარმოდგენებისა თუ შთაბეჭდილებების გამოყოფა მაინც შესაძლებელია: ღვინის სამშობლო, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მაღალმთიანი ქვეყანა და მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო, ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე, ძველი ქრისტიანული ქვეყანა, საკუთარი და ორიგინალური დამწერლობა, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი, გემრიელი და მრავალფეროვანი სამზარეულო, მრავალხმიანი ფოლკლორი და ცეცხლოვანი ცეკვები... არიან ისეთებიც, საქართველოსთან დაკავშირებით პირველ ყოვლისა სტალინი რომ ახსენდებათ.

აკაკი წერეთელი

ესმა მანია · იანვარი 17, 2026

აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველაზე სახალხო პოეტია, ქვეყანაში მას ყველა შემოქმედზე უკეთ იცნობენ და ყველაზე მეტად უყვართ. ამის მთავარი მიზეზი მის ხასიათსა და ბუნებაშიც არის და, რაც მთავარია, მისი შემოქმედების თავისებურებაში. მაღალი მიმღებლობის, გახსნილი, ბუნებრივი, სადა, ადამიანური, ხშირად საკუთარი თავის მოქილიკე პოეტი, რომელიც არასოდეს უსვამდა ხაზს საკუთარ სიღრმეს და სიმაღლეს, ხალხისთვის მისაღები, მარტივად აღსაქმელი პოეტური ფორმებით, ხალხის სათქმელის შემოქმედებითი გადააზრებით, სათქმელთან ზედმიწევნით მისადაგებული მეტაფორებითა და იდიომებით, იუმორით თუ სევდით, დაუნდობლად ამხელდა ადამიანურ სისუსტეებსა თუ პოლიტიკურ და სოციალურ მანკიერებებს, უცნაურად ღრმა ემპათიას გამოხატავდა ხალხის სატკივრის მიმართ, რითაც თანაბარ ინტერესს იწვევდა თავის თანამედროვე საზოგადოებაშიც და შემდგომშიც.

მუზეუმი - ხიდი წარსულსა და მომავალს შორის

დავით ლორთქიფანიძე · მაისი 7, 2025

მუზეუმი - ხიდი წარსულსა და მომავალს შორის

„ვანი“ ძველ ქართულ ენაში სავანეს, სადგურს, მონასტერს ნიშნავს და როგორც იმერეთში მდებარე ადგილის აღმნიშვნელი სახელი, წერილობით წყაროებში პირველად XVIII საუკუნის 70-იან წლებში დასტურდება. ასე იხსენიება „ვანის ოთხთავის“ მინაწერში, აგრეთვე გერმანელი მოგზაურის გიულდენშტედტის ცნობებში სოფელი, რომელსაც დღეს „ზედა ვანი“ ეწოდება და XI-XII საუკუნეებში აგებული მთავარანგელოზის ეკლესიითაა ცნობილი. საკუთრივ ვანს XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „საჩინო“ ეწოდებოდა.

ილია ჭავჭავაძე

ლევან გიგინეიშვილი · აპრილი 11, 2024

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს. ამ დროს საქართველო უკვე აღარ არსებობდა როგორც პოლიტიკური სუბიექტი სუვერენობის მინიმალური ხარისხითაც კი, 1801 წლის ალექსანდრე I-ის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო ოფიციალურად შევიდა რუსეთის იმპერიაში, სულ მალე კი იგივე ბედი გაიზიარა იმერეთის სამეფომაც. საქართველოს ტერიტორია დაიყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულად, თბილისის და ქუთაისის გუბერნიებად. რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებების ჩახშობისა და განსაკუთრებით 1832 წლის შეთქმულების ფიასკოს შემდეგ, გაჩნდა ზოგადი განცდა, რომ საქართველოს პოლიტიკური ბედი უკვე სამუდამოდ ჩაბარდა რუსეთს და ერთადერთი რაც ქართველებს კიდევ შეეძლოთ გადაერჩინათ, იყო კულტურულ-ეთნიკური იდენტობა დიდი იმპერიის საზღვრებში

ექვთიმე თაყაიშვილის და ეროვნული საგანძურის თავგადასავალი

ილია თავბერიძე · დეკემბერი 29, 2022

ექვთიმე თაყაიშვილის და ეროვნული საგანძურის თავგადასავალი

1921 წლის 11 მარტს, ბათუმიდან გავიდა გემი „ერნესტ რენანი“ Ernest Renan, რომელმაც ემიგრაციაში წაიყვანა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა და თან წაიღო საქართველოს ეროვნული საგანძური, რუსეთის მიერ ოკუპირებულ თბილისში შემოსულ წითელი არმიის ნაწილებს რომ არ გაეძარცვათ. ეს აზრი, თებერვლის შუა რიცხვებში, თბილისის უნივერსიტეტში, რექტორს ივანე ჯავახიშვილს გამოუთქვამს და მეგობრის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის ექვთიმე თაყაიშვილისთვის გაუნდია: „თუ საგანძური არ გადაიმალა, ბოლშევიკები ყველაფერს გაზიდავენ, რადგან კარგად ვიცით რა დამართეს მათ ქართულ ეკლესიებს“.