ქეთევან კინწურაშვილი
·
აგვისტო 20, 2024
ირაკლი გამრეკელი - სცენოგრაფი და გრაფიკოსი დიზაინერი
ირაკლი გამრეკელი (1894-1943) იყო ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თეატრისა და ფილმის ცნობილი მხატვარი, ფუტურისტი და კონსტრუქტივისტი.მხატვარი 1894 წლის 17 მაისს დაიბადა გორში, მღვდლის ოჯახში. მან საწყისი განათლება სასულიერო სასწავლებელში მიიღო. არსებითად თვითნასწავლი მხატვარი, ის როსტოვსა და ოდესაში სამედიცინო ინსტიტუტებშიც სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია, რადგან მხატვრობა ჩათვალა თავის ძირთად მოწოდებად.